რიჩარდ ნორლანდი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია
უკანასკნელ დღეებში იქნა მიღწეული გარკვეული პროგრესი სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დემოკრატიის მეტი სრულყოფისკენ საქართველო დგამს ნაბიჯებს.
“ვინაიდან ჩვენ ამერიკის დღეებს ვზეიმობთ, ჩვენ ასევე ვზეიმობთ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივ სწრაფვას და ერთობლივ დამოკიდებულებას დემოკრატიის ღირებულებებისადმი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელ დღეებში იქნა მიღწეული გარკვეული პროგრესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის სრულყოფილებას და შემდგომ პროგრესს გამოიწვევს, ამით ასევე იქნება პროპორციული წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და მივიჩნევთ, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს დემოკრატიის მეტი სრულყოფისკენ”, – განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, “ქართულ ოცნებაში” გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარწონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება, კერძოდ, პატარა ოლქები გაერთიანებდა, დიდი ოლქები კი, გაიყოფა.