„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიული სხდომა დასრულდა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამსაათიანი პარტიული სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, სხდომაზე მცხეთა-მთიანეთის რაიონული ორგანიზაციის საკითხებე განიხილეს. სხდომაზე დაბარებული იყო გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულიც.
„მთავარი თემა იყო ის ინტერვიუ, რომელიც გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა გაზეთ „კვირის პალიტრაში“გამოაქვეყნა. დეტალურად გავიარეთ უამრავი საკითხი. თემაა ისეთი, რომელზეც, ვფიქრობ, გადააჭარბა იმ მონაცემებს და არსებულ სიტუაციას. თავად განმარტავს, რომ ბევრ საკითხზე მისი გამონათქვამების ინტერპრეტაციაა დაშვებული და სადაც საკითხებს არასწორად აფასებს, იმ თემაზეც ჯანსაღი შეფასება გააკეთა. მისასალმებელია, რომ ამ საკითხებზე ბოდიშის მოხდა მოუხდა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
აღნიშნულ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.