კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა
მმართველი გუნდი შიდაპარტიულ ორგანიზაციულ თემებზე კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ სხდომაზე მსჯელობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, საუბარი მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო მზადების საკითხზეც იმსჯელებს.
“მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით, მინდა ჩემს კოლეგებთან გარკვეული კონსულტაციების გავლა – როგორ მუშაობს პარტიული ორგანიზაცია, შემდგომი პერსპექტივები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაძლიერდეს. აქ არიან მცხეთა-მთიანეთის დეპუტატები. წინაასაარჩევნო მზადება მალე უნდა დაიწყოს და, აქედან გამომდინარე, საინტერესო თემაა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.