ეკა ბესელია: მოშიმშილე პატიმრებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფ მოშიმშილე პატიმრებს დღეს შეხვდება.
ბესელიასთან ერთად მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეც მივა.
ეკა ბესელია პატიმრების პრობლემებს გაეცნობა და პირადად მოშიმშილეებისაგან მოისმენს მათი პროტესტის მიზეზს.
შეხვედრა დღეს 13:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები