თინა ხიდაშელი: წინა ხელისუფლების დროს შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულება ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა იყო

წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა-ყურება იყო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “პალიტრა TV”-ის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი გაყიდვა სურს, თუმცა არ იცის ვის მიჰყიდოს. ხიდაშელის თქმით, თავდაცვის უწყების თანხებით მსგავსი ტიპის ბევრი ნივთია შეძენილი. “არის საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ბიუჯეტით არის შეძენელი და რომელიც თავდაცვის სამინისტროს არაფერში სჭირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში არის რაღაც, რასაც არავინ იცის რა ჰქვია და რომელშიც ძალიან ბევრი ფული – რამდენიმე ათეული მილიონია გადახდილი. მას ერთადერთი ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდა – ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის უნდა მოესმინათ და ეყურებინათ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ობიექტი ბევრი კომპონენტისგან შედგება.

“ეს არის სტუდიისხელა რაღაც, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უნდა მიიტანო, დაამონტაჟო და ის უსმენს, უყურებს, იწერს და ყველაფერს ხედავს”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები