თამაზ მეჭიაური: ქადაგიძე თვითონ არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე
ქადაგიძე თვითონ არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე და არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, – ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც გიორგი ქადაგიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება ქვეყნისათვის საფრთხის შემცველად შეაფასა. თამაზ მეჭიაური თვლის, რომ გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავრობისა და სავალუტო ფონდის დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს.
“ქადაგიძე თვითონ არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე და არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. თუმცა ბიძინა ივანიშვილს ვერ ვეთანხმები იმაში, რომ მან აპატია ქადაგიძეს პასუხისმგებლობა. ქადაგიძე პროვოცირებას აკეთებს, რომ ხელისუფლება დაუპირისპიროს სავალუტო ფონდს და თავად ფონდისზოგიერთი წარმომადგენელიც უხეშად ერევა პარლამენტის ფუნქციებში”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.