ეკა ბესელია კვლავ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა
კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია კვლავ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა. ამის შესახებ მან განცხადება ქართული ოცნების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა და თქვა, რომ ყველაზე სამართლიანი მიდგომა რეფერენდუმის ჩატარება იქნება.
“რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული ფორმაა, რომ საარჩევნო სისტემა არ იყოს არცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე მორგებული. რეფერენდუმით გადაწყვეტილებას ხალხი გვკარნახობს,” – აცხადებს ეკა ბესელია.
მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პროპორციულ სისტემაზეა საუბარი, შერეულ მოდელზე კი შემდგომში გაიმართება მსჯელობა.
კოალიცია ქართული ოცნება ამ წუთებში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებზე მსჯელობს.