“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, თუ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ ივანიშვილის დასწრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყემალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ ადასტურებს.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატები არ საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები