პრემიერი: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივით მე-15 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივით მე-15 ადგილზეა, რის წყალობითაც ქვეყანა ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების მხრივ წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა სიაში მაღალ პოზიციას იკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო აქვს ბიზნესის წარმოებისთვის და Heritage Foundation-ის თანახმად, იგი 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კატეგორიაში. TRACE Matrix ინდექსში კი ჩვენი ქვეყანა, ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის დაბალი რისკების შეფასების კუთხით, მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილს იკავებს.

„დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. არსებული გამოწვევების მიუხედავად, ყოველდღიურად შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი და ისახება ახალი ეტაპობრივი სამიზნეები, რომლებიც უზრუნველყოფს სწორი მიმართულებით სვლას ისეთი მიზნებისკენ, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება და, საბოლოო ჯამში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები