ქართული თხილი ბრენდად იქცევა

თხილის წარმოების სახელმწიფო პროგრამა დღეიდან ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის: საკანონმდებლო ბაზა, ინფრასტრუქტურის განვითარება , განათლების შეტანა ფერმერებში და ბრენდის შექმნა.

ასევე, თხილის ახალი ლაბორატორიების შექმნაცაა დაგეგმილი.

“ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე დაიმკვიდროს თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი. ჩვენ დღეს მეორე-მესამე ადგილზე ვართ და აქედან შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 400 მილიონი ლარია. გვინდა, რომ ჩვენი თხილის ბრენდი საყოველთად ცნობილი გახდეს, დაუახლოვდეს თურქული თხილის გაყიდვის ფასს”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გილიგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები