ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ „არსენალის მთა ღამით“ ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი „არსენალის მთა ღამით“ ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა.
„ფიროსმანი ჩვენი საყვარელი მხატვარია. როგოც თქვენ, ისე მეც ვადევნებდი თვალყურს პროცესს. ნახატი ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” მილიონნახევარ დოლარად “კრისტის” აუქციონზე შეიძინა. “არსენალის მთა ღამით” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. გადაწყვეტილება ტილოს ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები