ბიძინა ივანიშვილმა ოდესის ოლქის პროკურორად ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოდესის ოლქის პროკურორად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ახალმა ხელისუფლებამ რაც შეეძლო გააკეთა იმისთვის, რომ სამართლის წინაშე პასუხი ეგოთ იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული მიუძღვით.
“დანიშნონ, სადაც უნდათ, იმუშაონ, თუკი სამსახურს მისცემენ, რა პრობლემაა, რატომ გვაშფოთებს ეს საკითხი, წავიდნენ და იმუშაონ, თუკი ვინმე დაპატიჟებთ. რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობას, ქართულმა საზოგადოებამ, სამართალმა, მთავრობამ, ყველამ ერთად, რაც შეიძლებოდა რეაგირება გააკეთა მათ დარღვევებზე. ის, რომ ჩვენ ევროპაში და ამერიკაში ასე იოლად ხელი არ მიგვიწვდება, უნდა გავაცნობიეროთ. ძირითადი ემოცია, აგრესია, რაც საზოგადოების მხრიდან იყო მათ მიმართ, დაბალანსდა, მე ასე მიმაჩნია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები