ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ქონება საქართველოს ეკუთვნის

ყოფილი პრეზიდეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ქონებას დააბრუნებინებს”, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არასერიოზულს უწოდებს. ივანიშვილის განცხადებით, მისი ქონება მის ქვეყანას ეკუთვნის.
“მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემი ხარჯების 90% არის საზოგადოებისთვის გაწეული ხარჯები, ასევე მაქვს ნათქვამი დანარჩენ ქონებაზე. სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია – თითქოს “ქართუ ბანკში” გადავიდა სახელმწიფო ანგარიშები, რომ დაახლოებით იმდენივე ფული ვიშოვე პრივატიზაციიდან. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მე მგონი, გამეორებაც სასაცილოა. იგი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები