“სამართლიანობის აღდგენა რთული პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო”
წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონება დაზარალებულ მოსახლეობას უკან დაუბრუნდება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვნილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამართლიანობის იდეალური და სრულფასოვანი აღდგენა ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის დაბრუნება.
“არის რაღაც გაუგებრობები, ამას ვერ ავცდებით, უკმაყოფილეოებიც დარჩებიან, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იმ უსამართლობის და დარღვევის რაც მოხდა წინა ხელისუფლების დროს იმედია, რომ დალაგდება. მივადევნოთ თვალყური ამ პროცესებს, თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ ამ პროცესებში, მეც ვიაქტიურებ. ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ბევრს რაც მთავრობას გააჩნია, მანქანაების თუ სხვა მატერიალური ქონების სახით. არ არის გამორიცხული უფრო ძვირფასი ქონებების დაბრუნება რამდენიმე წლის განმავლობაშიც გაიწელოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.