„უკრაინას სჭირდება რეფორმების შედეგები და არა დევნაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების სამთავრობო თანამდებობები”
ოდესის გუბერნატორად საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას გამოცემა The Observer-ი ეხმაურება და სტატიას სახელწოდებით: „საქართველოს შეჭრა უკრაინაში“ უძღვნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის თითქმის ყველა ძირითადი მიღწევა 2004-2007 წლებს უკავშირდება და ამიტომ, მას თითქმის ათი წელი აშორებს კორუფციის წინააღმდეგ შთამბეჭდავ ბრძოლასთან.
გამოცემასთან საუბარში ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკური კონსულტანტი კიევში, ბრაიან მეფორდი აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება რეფორმების შედეგები და არა დევნაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების კომფორტული სამთავრობო თანამდებობები. ბიზნესმენი ასევე სააკაშვილს იმ მოთამაშეს ადარებს, რომელიც მოედნის გარეთ ბევრს ტრაბახობს და ახლა მწვრთნელი ეუბნება: ან იმოქმედე ან გაჩუმდი და ვნახოთ, ბურთს სად მოახვედრებო.
“სამწუხაროდ, ბოლო მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბატონმა სააკაშვილმა, შესაძლოა, დაკარგა „ბურთის გატანის“ უნარი. არსებობს მეორე მხარე სააკაშვილის პრეზიდენტობისა საქართველოში, რომელიც ხასიათდება მედიის თავისუფლებების შეზღუდვით, ყველა ოპონენტის შეკრებით და პრორუსული ორიენტაციის დაბრალებით. მისი ხელისუფლებაში ყოფნა, ასევე, ხასიათდება რამდენიმე დემონსტრაციის ძალადობრივი დაშლით, უმუშევრობის სტაბილურად მაღალი დონით და გახმაურებული ძალადობით პატიმრებზე. ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სააკაშვილის დროს საქართველო პატიმრების რაოდენობით ერთ-ერთი წამყვანი იყო მსოფლიოში“,- აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს უცნაური რამ მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა.
“სააკაშვილი, რომელმაც თავისი ქვეყნის პრეზიდენტად 2004-2013 წლებში იმსახურა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან წავიდა, ხან უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე აშკარა მხარდამჭერად მოგვევლინა, ხან ბრუკლინში მცხოვრებ, სანახევროდ პენსიაზე მყოფ ადამიანად, ჰიპსტერული ცხოვრების სტილით. იმავდროულად, საქართველოს მთავრობამ ბრალი წაუყენა სააკაშვილს საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლასთან და სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ძალიან უცნაური ქმედებაა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, არა მარტო იმიტომ, რომ სააკაშვილი უკრაინელიც კი არ არის. თუმცა, დანიშვნის შემდეგ, ბატონმა სააკაშვილმა, რომელიც ბატონი პოროშნკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, საქართველოს მოქალაქეობა დატოვა, რათა უკრაინის მოქალაქე გამხდარიყო. დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ბატონი პოროშენკოს აზრით, 40 მილიონიან ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საკმარისად ჭკვიანი, მიუკერძოებელი და ერთგულია პრეზიდენტისადმი და შორსმჭვრეტელი, რათა იმსახუროს, როგორც ამ საკვანძო რეგიონის გამგებლად. გარდა ამისა, ბოლო წლებში, ვლადიმერ პუტინის ბევრი კრიტიკოსი და მათ შორის, უკრაინის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის აღდგენას აპირებს. თუმცა, ახლა, უკრაინის პრეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს მისთვის აშკარა არ არის, რომ საქართველო და უკრაინა სხვადასხვა ქვეყანაა. გარდა ამისა, სააკაშვილი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართველთა შორის, რომლებიც მანამდე მისი მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ, ახლა კი ძალიან მაღალ პოზიციებზე მსახურობენ”, – წერს სტატიის ავტორი.
მასში ასევე აღნიშნული, რომ საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ურყევად პროდასავლური ორიენტაციის მქონე ფიგურამ საქართველოში, სააკაშვილის და მისი დანიშვნის მიმართ, ბევრი ქართველის დამოკიდებულება შეაჯამა.
“საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უბრალოდ, ღალატის მორიგი აქტი განახორციელა. ამ ნაბიჯით, მან ნათელი გახადა, თუ როგორი ერთგულია თავისი სამშობლოსი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის, მისთვის არაფერს ნიშნავს”, – ციტირებს ხიდაშელის სიტყვებს The Observer-ი.
სტატიის ავტორი წერს, რომ მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი ოდესის რეგიონის მეთაურად დაინიშნა, გასაგებია.
“ოდესა არის ადგილი, სადაც ხორციელდება დიდი იმპორტი უკრაინის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და მრავალი ადამიანი მას უკრაინის ყველაზე კორუმპირებულ ნაწილად თვლის. ბატონი სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2003-04 წლების მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ცნობილია საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყველა პოლიციელის გათავისუფლებით და მათი შეცვლით პოლიციის ახალი არაკორუმპირებული თანამშრომლებით. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ადგილობრივი ხელისუფლება, საბაჟო და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტი პოროშენკო „ფსონს“ დებს იმაზე, რომ ბატონი სააკაშვილი ანტიკორუფციულ „ჯადოსნობას“ ოდესაში გამოიყენებს. იგი იმედოვნებს, რომ დინამიკური ბატონი სააკაშვილი რეფორმებს გაატარებს და მოქალაქეებს აღაფრთოვანებს იდეებით. მაგალითად, ქართველი ხალხის მიერ ევროპისა და ნატოს დიდი მხარდაჭერა ნაწილობრივ მაინც, სააკაშვილის ხედვისა და ლიდერობის შედეგია. თუ სააკაშვილი შეძლებს, მიმართოს თავისი ენერგეტიკა და ქარიზმა კონსენსუსის მისაღწევად ოდესაში, სადაც მოსკოვსა და კიევზე აზრი ამჟამად, გაყოფილია, პუტინისა და კორუფციის წინააღმდეგ, დემოკრატიისა და ახალი უკრაინის სასარგებლოდ, ისიც და პრეზიდენტი პოროშენკოც ჭკვიანებად გამოჩნდებიან”, – ნათქვამია სტატიაში.
ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკური კონსულტანტი კიევში, ბრაიან მეფორდი გამოცემასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე პოროშენკოს მიერ “ფსონის” გაკეთებას საქართველოს ექსპრეზიდენტის ერთი მხარის შეფასებით ხსნის.
“სააკაშვილი ან უკრაინაში გადმოიტანს რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჩაატარა და ოდესა საცდელი ქალაქი იქნება, ან არა. სააკაშვილი იმ მოთამაშეს ჰგავს, რომელიც მოედნის გარეთ ბევრს ტრაბახობს და ახლა მწვრთნელი ეუბნება: “ან იმოქმედე, ან გაჩუმდი” და “ვნახოთ, ბურთს სად მოახვედრებო”. სამწუხაროდ, ბოლო მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბატონმა სააკაშვილმა, შესაძლოა, დაკარგა „ბურთის გატანის“ უნარი. არსებობს მეორე მხარე სააკაშვილის პრეზიდენტობისა საქართველოში, რომელიც ხასიათდება მედიის თავისუფლებების შეზღუდვით, ყველა ოპონენტის შეკრებით და პრორუსული ორიენტაციის დაბრალებით, რასაც ჩემი ერთი ქართველი მეგობარი McCarthyashvilism-ს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ანტირუსული სულისკვეთება ყოველთვის შთამბეჭდავია, მისი გადაწყვეტილება ყოველთვის არ ყოფილა ასეთი. მაგალითად, ევროკავშირის ანგარიშში, 2008 წელს, საქართველოს კატასტროფული ომი რუსეთთან, მეტწილად, ბრალდება ბატონ სააკაშვილს. მისი ხელოსუფლებაში ყოფნა, ასევე, ხასიათდება რამდენიმე დემონსტრაციის ძალადობრივი დაშლით, უმუშევრობის სტაბილურად მაღალი დონით და გახმაურებული ძალადობით პატიმრებზე. ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სააკაშვილის დროს საქართველო კარცერში ჩასმული პატიმრების რაოდენობით ერთ-ერთი წამყვანი იყო მსოფლიოში. უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის თითქმის ყველა ძირითადი მიღწევება მოხდა 2004-2007 წლებში, ასე რომ მას თითქმის ათი წელი აშორებს კორუფციის წინააღმდეგ შთამბეჭდავ ბრძოლასთან. ამრიგად, ბატონი პოროშენკო ვარაუდობს, რომ მისი ახალი გუბერნატორი რვა წლის და ერთი ქვეყნის შემდეგ, წინანდელ „ჯადოსნობას“ გამოიყენებს ოდესის უმნიშველოვანეს ოლქში. მეც მიყვარს ბარნი ვილიამსი, მაგრამ იმ იმედით, რომ „იანკები“ მოიგებენ მსოფლიო ტურნირზე, არ მინდა, ფსონი ამაზე დავდო. პოროშენკომ კი ამის მსგავსი რამ პოლიტიკაში გააკეთა”, – აცხადებს ბრაიან მეფორდი.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ამ დანიშვნას თან სდევს საერთაშორისო პოლიტიკური დინამიკა, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
“სააკაშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო გლობალური ნეოკონსერვატიული მოძრაობის მონაწილე. მის ყველაზე დიდ საერთაშორისო მხარდამჭერებად რჩებიან ევროპის სახალხო პარტიის და „რესპუბლიკელების“ წამყვანი ფიგურები, მათ შორისაა სენატორი ჯონ მაკკეინი, რომლებიც თვითნებურად იგნორირებას უკეთებენ ბატონი სააკაშვილის ზედმეტობებს და მარცხს. მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში, არცერთ მოგზაურობას აშშ-ში არ ჩაუვლია ვაშინგტონის კონსერვატორი მრჩეველების მონახულების და „ფოქსში“ გამოჩენის გარეშე. ბ-ნ პოროშენკოს მიერ მისი დანიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინას სწორედ იქით მიმართავს. ისეთი კონსერვატორები, როგორიცაა სენატორი მაკკეინი, ახალი უკრაინის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერები არიან დასავლეთში და ასეთებად უნდა იყვნენ აღიარებულნი. თუმცა, უკრაინა მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროექტი. უკრაინის მხარდაჭერამ და იქ პუტინის აგრესიასთან დაპირისპირებამ უნდა გადაკვეთოს იდეოლოგიური და პარტიული ხაზები, როგორც ეს აშშ-ში დღემდე ხდება”, – წერს ავტორი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ჩამოსულმა დირექტორმა ალექსანდრე ქულმა მსგავსი შეშფოთება გამოხატა.
„უკრაინის ინსტიტუტების რეფორმირების რთული შიდა პროცესის წარმოების ნაცვლად, ეს ნაბიჯი აგზავნის გეოპოლიტიკურ სიგნალს, რომ უკრაინის მთავრობა უფრო მეტად იდეოლოგიაზე, იმიჯზე და დასავლეთის ზოგიერთი მოთამაშის თვალში როგორ გამოჩნდება იმაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მართვაზე“. ბატონმა ქულმა აგრეთვე გააფრთხილა, „ეს იგივეა, რაც წითელი მოსასხამის ფრიალი რუსული ხარის წინ, რომელიც ნახტომისთვის ემზადება”, – აცხადებს ქული.
ბატონი სააკაშვილის დანიშვნით უდავოდ ბედნიერები იქნებიან მისი დასავლელი მხარდამჭერები, მაგრამ თუ ამ მომხრეებს ნამდვილად სურთ საუკეთესო უკრაინისთვის, ისინი გულახდილნი უნდა იყვნენ, რამდენად კარგად მოემსახურება ოდესას გუბერნატორი სხვა ქვეყნიდან, რომელიც ეფექტურად ებრძოდა კორუფციას თითქმის ათი წლის წინ, მაგრამ, ამასთან ერთად, პრეზიდენტობის დროს, ზღუდავდა თავისუფლებებს, ნაკლებად მომთმენი იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ბევრი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა გადაწყვეტილების მიღებისას”, – წერს The Observer-ი.