ირაკლი სესიაშვილი ოდესის მოსახლეობას თანაუგრძნობს

პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ოდესის მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო თანაუგრძნობს, თავად გუბერნატორის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნას კი ჩამოლაბორანტებად მიიჩნევს,- ამის შესახებ სესიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მანვე მისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ის რომ მარგველაშვილის ადგილას იყოს, სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას არ მიანიჭებდა. რაც შეეხება ქვეყანაში სააკაშვილის საქმიანი პასპორტით ვიზიტს, სესიაშვილის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით შემოვა სააკაშვილი საქართველოში, ის სამართალდამცავებმა უნდა დააკავონ.
„ იგორ გიორგაძე რომ ჩამოვიდეს სამსახურებრივი პასპორტით, უნდა მივიღოთ? ისევეა სააკაშვილი. მე დავუსვამ კითხვას „ნაციონალურ მოძრაობას“: იგორ გიორგაძე რომ სამსახურებრივი პასპორტით საქართველოში ჩამოვიდეს და თვითონ იყვნენ ამ დროს ხელისუფლებაში, მას არ დააკავებდნენ? სამართალდამცავებმა თავად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი სახეილწიფო ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირები და მათ უკან არსებული ბიოგრაფია. დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. ის დანაშაულებები, რაც ამ ქვეყანაში წლების მანძიილზე ხდებოდა, უპასუხოდ ვერ დარჩება. მე გიორგი მარგველაშვილის ადგილას მიხეილ სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას არ მივცემდი. სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა რამდენიმე ფაქტორზე მეტყველებს. ის დარწმუნდა, რომ მას და მის პოლიტიკურ გუნდს საქართველოში მომავალი არა აქვს. სააკაშვილს რომ საქართველოში რაიმე ტიპის პოლიტიკური გამარჯვების შანსი ჰქონდეს, ის ყველა რესურსს აქეთკენ მიმართავდა. მან დაინახა, რომ საქართველოში მას ამის შანსი აღარ აქვს. ეს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესმაც გვიჩვენა. ის აშკარად ჩამოალაბორანტეს, გადაისროლეს რეგიონში და ის ამ ლაბორანტობას დათანხმდა. ძალიან თანავუგრძნობ ოდესის მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები