თავდაცვის მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავრობის სხდომას ესწრება. მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე, თინათინ ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დევნილთა რეზოლუციაზე ისაუბრა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება. წელს განსაკუთრებული წარმატება გვქონდა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენს მისიის ხელმძღვანელს ნიუ-იორკში კახა იმნაძეს, ასევე მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდს. ეს არ არის მარტივი. იცით კარგად, წლების განმავლობაში, ყოველი ხმა რამდენად მძიმედ მოსაპოვებელია, წელს საკმაოდ დიდი – 6 ხმით ნამატი გვაქვს. ამიტომ, მხოლოდ მადლობა მათ და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ წელს.“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები