კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენი დედაქალაქი ისეთი იქნება, როგორზეც ვოცნებობდით
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით ყველა ხედავს, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. როგორც ვიცე-პრემიერმა ვიდედიალოგის ფორმატში საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის ურბანული პრობლემების განხილვაში და დისკუსიაში პორფესიონალებისგან შემდგარი არასამთავრობო სექტორიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს.
„როგორც თბილისელი, ვიზიარებ იმ შენიშვნებს გარკვეულ, ობიექტურ და საფუძვლიან ნაწილს, რასაც დედაქალაქის მოსახლეობა შესაბამისი სამსახურების მიმართ გამოთქვამს. მეც მაწუხებს პარკინგი, საცობები, მწვანე საფარის მდგომარეობა და მინდა ყველა ის სურვილი, რაც გვაქვს, შესრულდეს. მინდა აგრეთვე, ბატონ დავით ნარმანიას ვუსურვო, რომ უამრავ, წლობით ნაგროვებ პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენი დედაქალაქი ისეთი იქნება, როგორზეც ვოცნებობდით. მიმაჩნია აგრეთვე, როგორც მოქალაქეს, ქალაქის მართვაში, დედაქალაქის ურბანული პრობლემების განხილვაში და დისკუსიაში პორფესიონალებისგან შემდგარი არასამთავრობო სექტორიც აქტიურად მონაწილეობდეს. როგორც პარტიის წევრი და ნარმანიას თანაგუნდელი, მაქსიმალურად ვეცდებით, მთელი გუნდი მხარში დავუდგეთ თბილისის მმართველობას, რომ ფართო ასპარეზი და საშუალება ჰქონდეთ, გონივრულად მართონ დედქალაქი. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ნარმანიას ბევრი პრობლემა, სამუშაო დახვდა გასაკეთებელი და ყველა შესაბამისი პოექტის განხორციელება ერთობლივად მიმდინარეობს.
ვიცე-პრემიერმა მოქალაქეების კითხვებს ვიდეოდიალოგის ფორმატში მეშვიდედ უპასუხა.