თავდაცვის მინისტრმა სტივენ გლოვერი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური მრჩეველი, სტივენ გლოვერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ მრჩეველს თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი სტივენ გლოვერის მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და მისი მოადგილე სერჟანტი სკოტ მეინიარდი დაესწრნენ. დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ოთხი წლის წინ მოავლინა. სტივენ გლოვერმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის უწყებას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები