თეა წულუკიანი – იანუკოვიჩმა გაპარტახებული ეკონომიკა, სააკაშვილმა კი გაპარტახებული ადამიანის უფლებები დატოვა

რეფორმების გატარების დროს აუცილებელია საზოგადოებასთან მუდმივი კავშირი, რეფორმები ხომ მოსახლეობისთვის, და არა ხელისუფლებისთვის ტარდება. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინული გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია, და არა რეალური ბრძოლა მიმდინარეობდა.

„შეაგროვებდნენ ჟურნალისტებს, მივიდოდნენ რომელიმე ბიზნესმენთან, დააპატიმრებდნენ მას კამერების წინ და შემდეგ ამბობდნენ, რომ ებრძვიან კორუფციას. სინამვილეში კი ეს იყო სახელმწიფო რეკეტი, უამრავ ადამიანს უკანონოდ ჩამოართვეს ბიზნესი და წაართვეს დიდი რაოდენობით ფული, სწორედ ამ თახნებით ააშენა სააკაშვილმა იუსტიციის სახლი, გამჭვრირვალე პოლიციის შენობები და სხვა ლამაზი ნაგებობობები. აბა, ეს არის დემოკრატია და კორუფციასთან ბრძოლა?“ – ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, თუ ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინას დანგრეული ეკონომიკა დაუტოვა, სააკაშვილმა საქართველოს დაუტოვა დანგრეული ადამიანის უფლებების სისტემა. იუსტიციის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ციხეებში, სადაც ადგილი ჰქონდა ადამიანის წამების, დამცირების, გაუპატიურების ფაქტებს. სააკაშვილმა რეპრესიული მანქანა აამოქმედა. ამის გაკეთება რთული არ არის, აი ევროპული მოდელის დემოკრატიით ცხოვრება – ეს იუველირული სამუშაოა“, – ამბობს წულუკიანი.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა პრორუსული, წულუკიანი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი სულაც არ ნიშნავს „პრორუსულობას“.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ამ ეტაპზე მეგობრული ვერანაირად ვერ იქნება, რადგანაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების პრორუსულობის შესახებ, ეს სრული აბდურდია, რომელსაც ის ძალები ავრცელებენ, ვინც 2012 წელს ძალაუფლება დაკარგა და ყველა მეთოდით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – ამბობს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები