The Wall Street Journal – “ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს”

“ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს”, – აღნიშნული სათაურით The Wall Street Journal-ი სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.

“ნატო-ს ლიდერები გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს “არსებით პაკეტს” და “საბოლოო წევრობას” დაჰპირდნენ. თუმცა, საქართველო, რომელსაც ნატო-ს სამხედრო მისიაში სერიოზული წვლილი შეაქვს, უფრო მეტს ითხოვს. კონკრეტულად კი საქართველოს 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე MAP-ი სურს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯია. თუმცა, ზოგიერთი ნატო-ს წევრი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული”, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი საქართველოში წინასარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდში ჩატარდება, ამიტომაც ნატო-ს მიერ საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობა, საქართველოს პროდასავლური პარტიებისთვის დარტყმა იქნება.

“თუ პასუხი იქნება უარყოფითი ვარშავიდან – შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას ექნება დაუყოვნებლივი გავლენა არჩევნების შედეგებზე”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

სტატიის ავტორის თქმით, თუ მონტენეგრო წლის ბოლომდე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს, ბევრი ექსპერტი და თინა ხიდაშელიც ფიქრობენ, რომ საქართველო შემდეგი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები