ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური 65 მილიონი ევროს დახმარება 100 მილიონამდე გაუზარდა

ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური 65 მილიონი ევროს დახმარება 100 მილიონამდე გაუზარდა, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გუნარ ვიგანდიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შესახებაც ისაუბრეს და განიხილეს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, განხილული იყოს საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით. მოლოდინია, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი ჯგუფი.

სხდომაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ძალოვან სტრუქტურებში დაწყებული რეფორმის მნიშვნელობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები