მოლტერერი: ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის რაოდენობამ 18%- ით მოიმატა

ავსტრიული გაზეთის ,,WirtschaftsBlatt’’-ის გამოქვეყნებულ სტატიაში ,,EU-Strategie: Ungeduld mit Ostpartnern übertrieben’’ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი რიგის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას და ზოგიერთ საკითხში წინაც უსწრებს მას. თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი, საქართველოში უნდა გაემგზავროთ, იქ ყველა შედარებით დიდ ქალაქში არსებობს ,,იუსტიციის სახლი’’, რომელშიც მოკლე დროში მიიღებთ ყველა იქ არსებული სერვისს, იქნება ეს მართვის მოწმობა, პასპორტი თუ კომპანიის დაარსების თაობაზე საბუთი’’.

განცხადებით, საქართველოში დიდი წინსვლაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებთაც. EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ,,საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნაზე ხელმოწერითაც მნიშნელოვანი სარგებელი მიიღო. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის რაოდენობამ 18%- ით მოიმატა’’.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები