ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ურჩი მინისტრი გვყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგონული კონფერენციის გახსნას ესწრება. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის წევრები მოტივირებული არიან, რომ ღია მმართველობის პროცესში უფრო მეტი გააკეთონ.
„ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ურჩი მინისტრი გვყავს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაცია გასცენ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებითვე, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.