გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია უნდა მიიღონ
დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია უნდა მიიღონ.
როგორც ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მთავარი ამოცანა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის მოგვარებაა.