მიხეილ სააკაშვილი: მეც მქონდა შეცდომები ჩემს ცხოვრებაში

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოთხი ყოფილი თანაპარტიელის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის ფაქტს კიევიდან ეხმაურება. სააკაშვილის აზრით, თანაგუნდელების პარტიიდან წასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა და პარტიაში ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს.
„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მე ამ საქმეში ვარ, სულ ვცვლი გუნდს, ნაწილობრივ ვაახლებ, ზოგი თვითონ მიდის, ზოგი თვითონ მოდის. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის პარტიაც. ცოცხალ ორგანიზმში რაღაც უჯრედები ქრებიან, რაღაც უჯრედები ემატებიან, მაგრამ ორგანიზმი იზრდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს, რა თქმა უნდა, თამამად შეიძლება ითამაშოს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ვიღაცამ შეიძლება ვიღაცა გადაიბიროს, რაღაცით გაწიოს, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარასოდეს ვერავინ ვერ გადაიბარებს.
მეც მქონდა შეცდომები ჩემს ცხოვრებაში, როცა რადიკალური ვიყავი ამ მიმართულებით, ვიღაცეებს მკვეთრად ვწევდი ხოლმე გვერდზე. თუ ადამიანი არის საქართველოს მხარეს, რა შეხედულებებისაც არ უნდა იყოს, თუ ღიად მტერზე არ მუშაობს, იქ მე ვერავის ვერ დავყოფ და ვერ გავთიშავ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ვერ გავთიშავ ვერც პარტიული ნიშნით, ვერც ახლობლური და მეგობრული ნიშნით. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვინმე გავყოთ ან გავთიშოთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ პარტიის რიგები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები