თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ისევ მოატყუოს ქართული სამართალი
სააკაშვილი თავისი ინტერსებიდან მოქმედებს და ის სათავისოდ ყოველთვის ჭკვიანი იყო – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხი პრიორიტად რჩება, თუმცა, როგორც პოლიტიკურად ასევე სამართლებრივადაც ათმაგად გართულდება.
„სააკაშვილი თავისი ინტერსებიდან მომქმედებს და ის სათავისოდ ყოველთვის ჭკვიანი იყო. ის ცდილობს ისევ მოატყუოს ქართული სამართალი და მართლმსაჯულება. მან მიიღო უკრაინული მოქალაქეობა და ამით ცდილობს დამატებითი დაცვის მექანიზმი შეიძინოს იმ სისხლისამართლის საქმეებიდან, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთვის ამიერიდან ათმაგად რთულდება უკვე სამართლებრივად უკრაინას მოვთხოვოთ საფუძვლიანად მისი გადმოცემა, რადგან ეს ვეღარ მოხდება. თუმცა, სამართლევბრივი მექანიზმის გარდა, მანამდეც უჭირდა საქართველოს პოლიტიკურად სააკაშვილის გადმოცემის საკითხი და ახლა უკვე სამართლებრივადაც ეს პროცესი გართულდება. ეს ართულებს საქართველოს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ ჩვენს პრიორიტეტად მისი ექსტრადიცია და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა რჩება. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და ხელებს არ ჩამოვუშვებთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.