“კარგია ევროკავშირის წევრობა, მაგრამ საქართველომ ჯერ ამისთვის საშინაო დავალება უნდა შეასრულოს”

საქართველოს რიგის სამიტზე საკმაოდ პოზიტიური შედეგი მიიღო, თუმცა ქვეყენას გარკვეული ტექნიკური დავალებები შესასრულებელი დარჩა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ილვესმა  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით პოზიტიური შედეგები, შესაძლოა წლის ბოლოსთვის ჰქონდეს.
„სამიტის შედეგები იყო პოზიტიური და  ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც ტექნიკურ საკითხებს გადაწყვეტთ და მე ვთვლი, რომ ეს არის ტექნიკური მხარე, რომელიც გასაუმჯობესებელია, იმისთვის რომ საქმემ წინ წაიწიოს, წლის ბოლოსთვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მაგრამ შემდეგ კიდევ არის საჭირო დრო,  რომ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს. ამ გადაწყვეტილების პირობებს დრო სჭირდება. ვნახოთ 4-5 თვეში რა მოხდება. ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან აუცილებელია. რა თქმა უნდა, კარგია ევროკავშირის წევრობა, მაგრამ საქართველომ ჯერ ამისთვის საშინაო დავალება უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ილვესმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები