გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს მთავრობის წევრები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინა, ხოლო ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის დელეგაციის წევრები გააცნო.
ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები.
დღესვე, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ესტონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები