გიორგი მარგველაშვილი იტალიელ კოლეგას რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას იტალიის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილში გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება, ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი იტალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის წერილში.