გიორგი მარგველაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ასევე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა.
შეხვედრისას მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გააფორმა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები