„რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია“

რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ყოფნისას განაცხადა.
პრემიერმა რიჩარდ ნორლანდს დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას საჩუქრად ეკატერინეს სასახლის სურათი გადასცა.
პრემიერის განცხადებით, ეკატერინეს სასახლის პროექტირება ელჩის ფონდიდან დაფინანსდა.
“რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. იგი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს გულს წვდება. მან კარგად იცის, რა უხარია ქართველ კაცს, კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელჩის მისია საქართველოში ივლისში მთავრდება და მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები