„გამოვდივარ ინიციატივით, რომ არჩევნებისთვის პარტიული ბარიერი 4%-მდე შევამციროთ, მაჟორიტარებისათვის კი ბარიერი 50%-მდე გავზარდოთ“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ახალი ინიციატივები გააჟღერა. დეპუტატის ინიციატივები, საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული ბარიერის პროცენტის დაწევას, მაჟორიტარების არჩევისას პროცენტული ბარიერის გაზრდას და უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების საკითხს ეხება.
„გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მრავალპარტიული სისტემის გამტკიცებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%- დან 4%-მდე შევამციროთ და ამით ჩვენი ბარიერი ევროპულ სტანდარტს გავუთანაბროთ. მეორე ინიციატივა ისაა, რომ დღეს მოქმედი საარცევნო კოდექსით მაჟორიტარები, 30% ბარიერით აირჩევიან. გამოვდივარ ინიციატივით, რომ მაჟოიტარები 2016 წლის არჩევნებისთვის 50% ბარიერით აირჩნენ, რათა მაჟორიტარული სისტემის მოწინააღმდეგეებს არ წარმოეშვათ არგუმენტად ის, რომ მაჟორიტარი არჩეულია არა მოსახლეობის უმრავლესობის ნებით, არამედ 30%-იანი მხარდაჭერით. ეს ინიციატივა ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. მესამე ცვლილება უფასო სარეკლამო დროს ეხება. უფასო სარეკლამო დროზე ხელი მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებს მიუწვდებათ, მე შემოვდივარ წინადადებით, რომ უფასო სარეკლამო დროის თანაბარი ნაწილი თუ არა, მისი ნახევარი მაინც გამოყოფილი იყოს არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის. აქ მოსაფიქრებელი იქნება მიდგომა. ეს ახალ პარტიებსაც შეეხებათ, თუ იმ სუბიექტებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და თუნდაც 1%-ი ზღვარი გადალახეს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.