კობახიძე ადეიშვილზე: ადამიანი, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში, პროკურორად არ უნდა დაინიშნოს

ოდესის ოლქის პროკურორად ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის საკითხს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ადამიანი, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში, პროკურორად არ უნდა დაინიშნოს.
„პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნაა, მხილებულია მძიმე დანაშაულში, ასეთი პირები, ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან. დანარჩენი ქვეყანა არის სუვერენული, ვის მოისურვებენ პროკურორად – დამნაშავეს, ბრალდებულს, ყოფილ პატიმარს – ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები