მიხეილ ხუბუტია: ადამიანი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს, უკრაინის სიყვარულს ვერ შეძლებს

„რუსეთში ქართველთა კავშირის“პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას ახალ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული შესაძლებლობების არ სჯერა. „ერთადერთი, რაც შეიძლება სააკაშვილმა გააკეთოს, ანტირუსული გამონათქვამებია, მათ შორის დამამცირებელი თავად ოდესელებისთვის. მათთვის უფრო მეტი დამცირების მოფიქრება არ შეიძლებოდა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი არ უყვარს, უკრაინის სიყვარულს ვერ შეძლებს“, – აცხადებს ხუბუტია.
ხუბუტიას შეფასებით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში გამოუვიდა, არა მისი პირადი, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა, რომელიც მას უკვე არ ჰყავს. „ის მარტო ოდესაში ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს“, – აღნიშნა მიხეილ ხუბუტიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები