ოდესის ოლქის პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს

ოდესის ოლქის პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს, ხოლო ოდესის მილიციის უფროსი – უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ალექსეი რუდენკო, – ამის შესახებ გამოცემა „პრესტუპნოსტი. ნეტ“-ს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში და უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში სარწმუნო წყარომ შეატყობინა. გამოცემის ინფორმაციით, ადეიშვილისა და რუდენკოს კანდიდატურები ოდესის ოლქის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შეარჩია.
როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილი ადეიშვილს და რუდენკოს აღნიშნულ თანამდებობებზე უახლოეს მომავალში წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის ზურაბ ადეიშვილი საქართველოში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მან საქართველო დატოვა. ის ინტერპოლით იძებნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები