საქართველოს დღეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. საქართველოსა და ესტონეთის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ვიზიტის მეორე დღეს, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ტოომას ჰენდრიკ ილვესის სიტყვით გამოსვლა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოზე.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები