თინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, 2016 წელს ვარშავას სამიტზე საქართველომ მაპი მიიღოს
ჩვენი ამოცანაა 2016 წელს ვარშავას სამიტზე საქართველომ შედეგი მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა როგორც გადაცემა „20/30“-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა განმარტა, საქართველო მაპისთვის იბრძვის და ეს ერთადერთი ალტერნატივაა, რომლის თაობაზეც ქართული მხარე ნატოს ესაუბრება.
„ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების ამოცანაა, რომ 2016 წელს ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღოს შედეგი. ჩვენ ვიბრძვით მაპისთვის ეს არის ერთადერთი გზა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვესაუბრებით ნატოს. ამ ეტაზე, სხვა რაიმე პაკეტსა და მოცემულობას არ განვიხილავთ, თუმცა, ვნახოთ, 13-თვიანი გზა როგორ წარიმართება და ვარშავას სამიტამდე გზას როგორ გავივლით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არცერთ წუთს არ დავკარგავ და თუკი სადმე რომელიმე სკეპტიკოსი არსებობს, რომელსაც დარწმუნება, დამატებითი არგუმენტები სჭირდება, მზად ვართ, რომ 2016 წლის ივლისამდე, 24-საათიან რეჟიმში, კვირაში შვიდი დღე ვიმუშაოთ, რათა შედეგი მივიღოთ და სკეპტიციზმი გავფანტოთ და მივიღოთ შედეგი. ეს გადაწყვეტილება არ არის ჩვენზე, ჩვენზეა დიდი შრომა, რომლის გასაწევადაც მზად ვართ, დანარჩენი კი, იმ 28 ქვეყანის კონსენსუსი იქნება, რომლებიც შეიკრიბებიან ვარშავის სამიტზე, “, – განაცხადა ხიდაშელმა.