„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. მომდევნო შეხვედრაზე კოალიცია შტაბის ფორმირებაზე და რეგიონებსა და თბილისში წარსადგენი მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ იმსჯელებს. მათი ვინაობა კომისიის წევრებმა წინასწარ არ დაასახელეს. პოლიტსაბჭოს წევრებმა სხდომაზე პრემიერის აშშ- ში ვიზიტი შეაჯამეს, ასევე წევრებმა, უკრაინაში არსებული კრიზისი განიხილეს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.