არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საზღვარგარეთ სუს-ის მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე არასერიოზულს უწოდებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას სუს-ის აგენტები უთვალთვალებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. თალაკვაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილმა იხუმრა.
“არ მგონია, ეს სერიოზული განცხადება იყოს. მე ვფიქრობ, უფრო ხუმრობა იყო, რომელიც სერიოზულად მიიღეს ჟურნალისტებმა. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ამას და ვფიქრობ, იურისტების კომენტარებიც კი არ სჭირდება იმას, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურები იმ სახით მოღვაწეობენ, როგორც ეს ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა,” – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დღევანდელმა ხელისუფლებამ აგენტები მიუჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოეთში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები