უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას აპირებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და საკუთარ გეგმებს ახმოვანებს. როგორც ნინო გვენეტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, 1 წლის განმავლობაში მოსამართლეთა რიცხვი 100-ით გაიზრდება.
საქმეთა სიმრავლის გამო, მოსამართლეთა ნაკლებობასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ საქალაქო სასამართლო დარბაზების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოსთვის დამატებითი შენობის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
„მე მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, შევხვდი ეკონომიკის მინისტრს და ვთხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დამატებითი ფართის გამოყოფა, რადგან სასამართლო დარბაზების სიმცირე პროცესებს აჭიანურებს. ასევე საქმეთა სიმრავლის გამო დავიწყეთ მუშაობა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის კუთხითაც. ერთ წელიწადში მოსამართლეთა რიცხვი 100-ით გაიზრდება“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები