გედევან ფოფხაძე უკრაინელებს სააკაშვილის დანიშვნის გამო თანაგრძნობას უცხადებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგ მოქალაქეობას არ იმსახურებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, იგი სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას უკრაინელ ხალხს ვერ მიულოცავს.
„სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნას ვულოცავ, მაგრამ ამას ოდესელებს ვერ მივულოცავ და უკრაინელ ხალხს თანავუგრძნობ. ძალიან ვწუხვარ, რომ ის ხალხი დაადგა უკრაინელებს უღელად, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიშორა. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი გაერკვევა, რა სჭირდებათ და სააკაშვილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს“, – განაცახადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები