„საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების წინადადებებს განვიხილავთ“

სხდომაზე მსჯელობა იქნება სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ “ქართული ოცნების” ოფისთან განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობოების წინადადებები განიხილება.
„ჩვენ ვიწყებთ იმ წინადადების განხილვას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ იქნა შემოთავაზებული. ის, რომ ჩვენ წავალთ რაღაცნაირად მაჟორიტარული ოლქის გამსხვილებაზე, ეს ფაქტია. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც მისაღებია. სამომავლოდ რა იქნება, ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება ისე, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები