კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა
კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. პოლიტსაბჭოს წევრებმა უკრაინის კრიზისი და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. კოალიციის ლიდერებმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და მის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტიც შეაჯამეს და ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.