მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა არ დადასტურდა
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი, იგორ შევჩენკო, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის, – ამის შესახებ იგორ შევჩენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც შევჩენკო წერს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნამდვილად მიიღო, თუმცა აღნიშნული ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის.
“ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ნამდვილად მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი”, – წერს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი და დასძენს, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.