მანანა კობახიძე: ივანიშვილის მხრიდან ენმ-ს ყოფილ წევრთა მიმართ ზეწოლაზე საუბარი სასაცილოა
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ენმ-ს ყოფილი წევრების მიმართ ზეწოლაზე საუბარი სასაცილოა, თავად ვერ გარკვეულან, რატომ დატოვეს პარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მანანა კობახიძის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა პარტიული დაპირისპირებები 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლება დატოვა.
“სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა. თვითონ ვერ გარკვეულან რატომ წამოვიდნენ პარტიიდან, მესმის, რომ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა არ სიამოვნებთ, ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარტიის შიდა დაპირისპირებები 2012 წლის ოქტმბრიდან დაიწყო, ერთ- ერთი მიზეზი არჩევნებში დამარცხება იქნებოდა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.