პავლე კუბლაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე: კარგი იქნებოდა მათაც პატივი ეცათ იმ ურთიერთობისთვის, რაც გვქონდა

არ ვაპირებ ვუპასუხო ჩემს ყოფილ კოლეგებს, კარგი იქნებოდა, მათაც პატივი ეცათ იმ ურთიერთობისთვის, რაც გვქონდა, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა  ექს-თანაგუნდელების შეფასებების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც კუბლაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა, მისთვის ის გზა, რაც ენმ-ში ყოფნისას გაიარა, ძვირფასია და პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად, იგი ძველი ღირებულებების ერთგულად რჩება.

“არ ვაპირებ ვუპასუხო ჩემს ყოფილ კოლეგებს. კარგი იქნებოდა, მათაც პატივი ეცათ იმ ურთიერთობისთვის, რაც გვქონდა. მე “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლაც მყავს ბევრი მეგობარი და ის გზა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ, ჩემთვის ძვირფასია. არ ვაპირებ უარი ვთქვა რომელიმე იმ ნაბიჯზე, რომელსაც ყოველთვის ვიცავდი. ამას ვერ გამაკეთებინებს ვერავინ. სამი რამ არის, რასაც არასდროს გავაკეთებ: პირველი: ჩვენგან არც ერთი არ შევა “ქართული ოცნების” უმრავლესობაში; მეორე: ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ, თუნდაც, იქიდან წამოსული აგრესიის გამო და მესამე – ჩვენ არ ვაპირებთ შევიცვალოთ ის ღირებულებები, რაც გვაქვს და რის გამოც ვიყავით ენმ-ში. უბრალოდ, ამ ღირებულებებს, ჩემი აზრით, დღეს აქვს ერთი გამოწვევა: განახლება”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები