პავლე კუბლაშვილი: ჯოზეფ ქეის არ ვიცნობ, შეხება არ მქონია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული პავლე კუბლაშვილი ჭორს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალებიდან” წამოსული ოთხეულის გადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტული ფინანსური ინტერესი იყო.
ამის შესახებ კუბლაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
“ჯოზეფ ქეის არ ვიცნობ, საერთოდ შეხება არ მქონია და რიგაში საერთოდ არ ვყოფილვარ. ვიღაც შეიძლება ამ ჭორებზე ფიქრობს, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზეზი ახალი ძალის შექმნაა”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
რაც შეეხება დაფინანსებას, კუბლაშვილის განმარტებით, ახალ პოლიტიკურ ძალას დაფინანსება ექნება და ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.