დეპუტატებმა გელა სამხარაულს და ლევან ბერძენიშვილს კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტი ჩააბარეს

დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაული 95 ხმით, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილი 97 ხმით აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები