გელა დუმბაძე: ვეჯინის მონასტერში მივდივარ, თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებ
შვებულება მოვითხოვე, ვეჯინის მონასტერში ვაპირებ წასვლას – ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„შვებულება მოვითხოვე, ვეჯინის მონასტერში ვაპირებ წასვლას. მგონია, ამის უფლება მაქვს. თანამდებობიდან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. მით უმეტეს, ამ პერიოდში, როდესაც დიასპორის კვირეული წარმატებით მიმდინარეობს. ჩემი გადადგომის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ“, – განუცხადა ინფო 9-ს მინისტრმა. წყარო: “ინფო 9”